კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის სამი შტამია გავრცელებული, ამის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება. ინფორმაციას DW-ი ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა ძალაში რჩება, პირველი მარტიდან ქვეყანაში შესაძლოა, სილამაზის სალონები გაიხსნას.
მერკელის განცხადებით, ქვეყანაში ლოკდაუნი არც ერთი დღით არ გახანგრძლივდება, თუ მთავრობა ამის საჭიროებას არ დაინახავს.
კარანტინი გერმანიაში ნოემბრიდანაა, მისი ხანგრძლივობა და შეზღუდვები რამდენჯერმე შეიცვალა.