ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას.

ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ 11-12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება.


დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ბულგარეთში იმყოფება, ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლაი დენკოვთან ერთად მოაწერ ხელი უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას.

15 ივნისს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა Politico-ს განუცხადა, რომ სოფიას სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ.

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა.

პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა.

„თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი.