სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტზე კიევისთვის „3-ნაწილიანი, „ძლიერი“ პაკეტის გადაცემა დააანონსა

  • ვილნიუსის სამიტი გააძლიერებს უკრაინას, NATO-ს შეკავებას და თავდაცვას

„მოველით, რომ მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდებიან პაკეტზე, რომელიც სამი ელემენტისგან შედგება, რათა უკრაინა NATO-ს მიუახლოვდეს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა განმარტა, რომ პაკეტი მოიცავს დახმარების მრავალწლიან პროგრამას, რომელიც თავსებადობის უზრუნველსაყოფად დამტკიცდება. ამით ასევე სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. 

მოკავშირეები ასევე გადადგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად, დაამტკიცებენ სამ ახალ რეგიონულ თავდაცვის გეგმას NATO-ს ორი მთავარი საფრთხისადმი დასაპირისპირებლად - ესენია: რუსეთი და ტერორიზმი.


ამავე გეგმით, 300 000 ჯარისკაცი მზადყოფნის უმაღლეს დონეს დაექვემდებარება, მათ შორის იგულისხმება მნიშვნელოვანი საჰაერო და საზღვაო საბრძოლო ძალა. ალიანსსი გეგმაში ჩნდება უფრო ამბიციური მიზანი - ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2%-ის ინვესტირებას მოახდენენ თავდაცვის სფეროში.

.„ამდენად, ევროპელი მოკავშირეები და კანადა განახორციელებენ 450 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მას შემდეგ, რაც ჩვენ შევთანხმდით თავდაცვის ინვესტიციების შესახებ 2014 წელს.” ვილნიუსის სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის და სამხრეთ კორეის, ასევე ევროკავშირის ლიდერები. ეს იქნება ფინეთის პირველი სამიტი, როგორც NATO-ს მოკავშირის,“ - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.