ბრიტანეთის მთავრობა: საქართველოს სუვერენიტეტს მტკიცედ ვუჭერთ მხარს

ბრიტანეთის მთავრობა, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ოფიციალურ განცხადებაში ისინი გახელაძის გათავისუფლებას მოითხოვენ და კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერენ.

"საქართველოს მოქალქეებს საკუთარი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილებაზე შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეთ",- ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატს ძალზედ მნიშვნელოვნად მიიჩნევს და რუსეთს მოუწოდებს, მონიტორინგის პროცესს ხელი არ შეუშალოს.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ შეშფოთებულნი ვართ ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებით და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას",- ნათქვამია განცხადებაში.