რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს, ირაკლი გვაზავას და ლევან გიგოლაშვილსა და ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი ყეინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ისინი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სამსახურებრივ სიყალბესა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში არიან ბრალდებულნი.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას, ხოლო დაცვის მხარე - დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.