ვილინიუსის სამიტზე მოკავშირეები ამბიციური დაპირებით გამოვლენ, რაც გულისხმობს ყოველწლიურად, მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2%-ის ინვესტირებას თავდაცვის სფეროში. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვაქვეყნებთ თავდაცვის ხარჯების ახალ შეფასებებს. 2023 წელს ევროპის მოკავშირეებსა და კანადაში რეალური ზრდა იქნება 8.3%-ით, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ზედიზედ მეცხრე წელია, იზრდება ჩვენი თავდაცვის ხარჯები“, - აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა.
მისივე თქმით, ევროპელი მოკავშირეები და კანადა დამატებით, 450 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ.
„მას შემდეგ, რაც 2014 წელს შევთანხმდით თავდაცვაში ინვესტიციების საკითხებზე, მხოლოდ სამმა მოკავშირემ დახარჯა მშპ-ს 2% თავდაცვაზე. წელს ამ მიზანს თერთმეტი ან მეტი მოკავშირე მიაღწევს - ჩვენ ველით, რომ ეს რიცხვი არსებითად გაიზრდება მომავალ წელს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.