პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს. სალომე ზურაბიშვილი მედიას 17:00 საათზე შეხვდება.

ბრიფინგის თემა ჯერ უცნობია, თუმცა დღეს, 8 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებდა „შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

"პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში. 

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით. ,,პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში," - ნათქვამი იყო სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.