დღეიდან ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პენსიონერები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და კუთვნილი პენსიის მიღებას შეძლებენ

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პენსიონერები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და კუთვნილი პენსიის მიღებას დღეიდან შეძლებენ, რისთვისაც მათ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 11 თებერვლიდან საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება გაიხსნა ორმხრივად, ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და სხვა.

12 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან პენსიონერები, საკუთარი სურვილის შესაბამისად, საოკუპაციო ხაზზე შეძლებენ კუთვნილი პენსიის მიღებას.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები გარკვეული კატეგორიის პირები გადმოსვლას შეძლებენ, ეტაპობრივად, კორონავირუსთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციების დაცვით", - ნათქვამია განცხადებაში.

11 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა.