დღეიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენა აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ავიარეისები შესრულდება შემდეგი მიმართულებით:
ნატახტარი - მესტია - ნატახტარი
ნატახტარი - ამბროლაური - ნატახტარი
მათივე ინფორმაციით, ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვანებზე კვლავ ძალაშია.