NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს თანხმად, სწავლებაში ხუთი ქვეყნის 16 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
„თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები JTEC-ში და ნორიოს საწვრთნელ არეალში ჩატარდა. მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ. სამხედროებმა კურსის პრაქტიკული ნაწილი ნორიოში განხორციელეს, სადაც მსმენელებს შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ.
კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ, NATO-ს სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ ტაქტიკური დონის ქვედანაყოფების დაკვირვება და წვრთნა-შეფასება. სწავლებას ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად, ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ.
JTEC-ში მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.