„თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის დღეს, ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლით, რაც ქურდობას უკავშირდება.
8 ივლისს, „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩასაშლელად ჰომოფობიური, ანტიდასავლური აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და ტერიტორია დაარბიეს.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ.