უზბეკეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, შავკათ მირზიოევმა გაიმარჯვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, მირზიოევს ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 87,05%-მა.
უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, 30 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდა.
9 ივლისს ჩატარებულ არჩევნებში აქტივობა 79,88% იყო.