აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც დიდ ბრიტანეთში იმყოფება, პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკს შეხვდა. BBC-ის თანახმად, ლიდერებმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს. როგორც ცნობილია, ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც შტატებმა კიევს მიაწოდა, სწორედ აღნიშნულ იარაღს შეიცავს. დიდი ბრიტანეთი არ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს.
მიუხედავად ამისა, შეხვედრის დროს ბაიდენმა აშშ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობას „მყარი" უწოდა.
სუნაკმა კი აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები ყველაზე მტკიცე მოკავშირეები არიან.
ორივე ლიდერი ლიეტუვაში, NATO-ს სამიტს უნდა დაესწროს, რომელიც ხვალ დაიწყება.
„ჩვენ ვართ ორი ყველაზე მყარი მოკავშირე ამ ალიანსში და ვიცი, რომ ჩვენი სურვილია, ყველაფერი გავაკეთოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად,” - განაცხადა სუნაკმა.
თავის მხრივ, ბაიდენმა მიმართა სუნაკს, რომ „არ შეიძლება შეხვედროდა უფრო ახლო მეგობარს და უფრო დიდ მოკავშირეს", ვიდრე დიდი ბრიტანეთის პრემიერია.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 9 ივლისს აცხადებდა, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება.
ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.
-
რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები
-
რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით