რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით

NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ცნობილია, რომ უკრაინის NATO-ში ინტეგრაციას დეკლარაციაზე ხელმოწერით 23-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. Europetime-მა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეკრიბა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმაც ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით.

ბოლო სახელმწიფოები, რომლებმაც მსგავსი დეკლარაცია გააფორმეს, კანადა, ესპანეთი, ბულგარეთი და პორტუგალია არიან. 

უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს სკანდინავიის ქვეყნებმა - დანიამ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, ფინეთმა და შვედეთმა. ასევე, იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ბელგიამ.

მაისში ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობის ფარგლებში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერი დეკლარაციები იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან ერთად მიიღო.

პოლონეთმა და ლიეტუვამ 28 ივნისს კიევში ვიზიტისას მხარი დაუჭირეს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ლიეტუვის გარდა, მსგავსი დეკლერაცია გაფორმდა ბალტიისპირეთის კიდევ ორ სახელმწიფოსთან - ლატვიასთან და ესტონეთთან.

უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს შავი ზღვისპირა ქვეყანა - რუმინეთი.

ჩეხეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინასთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი.

კიევის მიმართ მხარდაჭერა ასევე დააფიქსირეს სლოვაკეთმა, სლოვენიამ და მონტენეგრომ.

ყველა სახელმწიფო, რომელმაც ხელი მოაწერა მითითებულ დეკლარაციას, მხარს არ უჭერს უკრაინის NATO-ში სწრაფ გაწევრიანებას. ზოგიერთი შეთანხმდა, რომ ის მხოლოდ გაიმეორებს ალიანსის ოფიციალურ პოზიციას, რომ უკრაინას აქვს ევროატლანტიკური მომავალი და ქვეყანა მომავალში შეუერთდება NATO-ს.