თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „საქართველოს" წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოტოციკლს ავტომანქანა დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად მანქანა აალდა. რადიო თავისუფლების ცნობით, დაკვამლიანება შეიმჩნეოდა რამდენიმე ათეული მეტრიდან. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფმა ცეცხლი ჩააქრო.
ავტომანქანა თითქმის სრულად განადგურებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტომანქანის მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა. ის კონტაქტური იყო.