„პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი, ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა თბილისში ვიზიტისას.
ბერბელ ბასის თქმით, ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დაუბრუნდება.
ბუნდესტაგის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა.