ლუიზა ვინტონი: ქართველებმა იციან, რომ კლიმატის ცვლილება მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს

„ქართველებმა იციან, რომ კლიმატის ცვლილება მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს", - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ, კლიმატის ცვლილების შესახებ, საზოგადოებრივი აზრის პირველი ფართომასშტაბიანი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნეს.

„კვლევის მიგნებები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ქართველებმა იციან, რომ კლიმატის ცვლილება მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს და ასევე აღიარებენ, რომ პლანეტის გადარჩენის საქმეში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. იმისთვის, რომ ეს ცოდნა პრაქტიკულ ქმედებად იქცეს, ადამინებმა უნდა დაინახონ, რომ კლიმატისადმი მეგობრული ქცევა შეიძლება ფინანსურად გამართლებულიც აღმოჩნდეს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილებას კაცობრიობის სამ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას შორის ასახელებს.