COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 507 ადამიანს დაუდასტურდა, 660 გამოჯანმრთელდა, 15 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 359 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 451 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 908 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 264,665 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 256,684 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3,336 კი გარდაიცვალა.

დადებითობის მაჩვენებელი: 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.08%-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 3,36%-ია, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 3%.

507 ახალი შემთხვევიდან 191 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 19, იმერეთი - 108, ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 40, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი -46, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 619. საიდანაც 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 910, აჭარაში - 165, იმერეთში - 454.

მძიმე პაციენტი: 438. მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში - 47, იმერეთში - 120.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 126, მათგან თბილისში - 87, აჭარაში- 7, იმერეთში - 14.

284 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 132 - თბილისში, 133 - აჭარაში, 19 - იმერეთში.

2 290 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 304 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 169, ხოლო აჭარაში - 81.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 746 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 169 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 878 პირი, აჭარაში - 647, იმერეთში - 1 355