NATO-მ უნდა დაარსოს მუდმივი სამხედრო ბაზები რუსეთის საზღვართან, უარი თქვას 1997 წლიდან დადებულ პირობაზე, განაცხადა The Times-თან ინტერვიუში ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 11 ივლისს.
ნაუსედას განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უარი უნდა თქვას ადრე აღებულ შეზღუდვებზე და რუსეთის საზღვართან მუდმივი სამხედრო ბაზების ორგანიზება მოახდინოს.
მისივე თქმით, რუსეთი-NATO-ს ფუძემდებელი აქტი, რომლის თანახმად, ალიანს ერთობლივი სამხედრო ბაზების შექმნა ეკრძალება, მკვდრად უნდა გამოცხადდეს.
„რადგან რუსეთი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე აქტიური ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს და ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს, ჩვენ ბოლოსდაბოლოს ეს აქტი მკვდრად უნდა გამოვაცხადოთ. ამ ნაბიჯის გადადგმის გარეშე, ჩვენ კვლავინდებურად სტრატეგიული ამბივალენტობის რუხ ზონაში დავრჩებით“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
რუსეთი-NATO-ს ფუძემდებელ აქტს ხელი 1997 წელს მოეწერა.