ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დაგმო „პრაიდ ფესტივალის„ „ძალადობრივი ჩაშლა“, რომელიც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში, 8 ივლისს უნდა გამართულიყო.
„გასულ შაბათს საქართველოში ჩვენ ვნახეთ „თბილისი პრაიდის” ძალადობრივად ჩაშლა. ამ დებატებში ანტი-ლგბტქი რიტორიკის, დეზინფორმაციისა და ძალადობის ადგილი არ არის. „ლგბტქ+ თემის სიცოცხლე და უსაფრთხოება პრიორიტეტული უნდა იყოს. ადამიანები იმსახურებენ შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას. აქედან მინდა გამოვხატო სოლიდარობა და მხარდაჭერა მათ მიმართ“, - განაცხადა მეცოლამ ევროპარლამენტის პლენარული სესიის გახსნაზე.