"საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე", - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არჩევანის საშუალება ექნებათ იმ მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის მოწყვლადი მდგომარეობა.
„აქვე, მინდა აღვნიშნო ის პროცედურები, რომლებსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს. ეს არის წერტილოვანი მართვა სკოლების, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი დაფიქსირდება სკოლაში, ეს იქნება მოსწავლე, მასწავლებელი თუ სკოლის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში ერთვება რაიონული ჯანდაცვის ცენტრები და სწორედ ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.