ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ თუკი ქვეყნები თავიანთ ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოიყენებენ, კოვიდ - 19-ის გლობალურ პანდემიას მსოფლიო მალე დაძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის დიდხანს იარსებებს.
„თუკი ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოვიყენებთ, ჩვენ მის მალე დასრულებას შევძლებთ, თუ არადა - ის ჩვენთან ძალიან დიდხანს დარჩება,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში გახდება.
ცნობისათვის, Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 37 800 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 28 384 651 და დაღუპულია 1 082 254 ადამიანი.