NATO რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

NATO რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს მისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამის შესახებ ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში წერია.

NATO-ს 90-პუნქტიანი კომუნიკეს შინაარსი ცნობილია. მასში 80-ე პუნქტი საქართველოს ეთმობა. ის იმეორებს იმ შინაარს, რაზეც ალიანსის გენერალური მდივანი 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა. საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან თავისუფლად.

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები, რომლებიც გალაგებულია საქართველოში მისი თანხმობის გარეშე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება", - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.