NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა NATO-სთან ძალიან ახლოს დგას და ის მოუთმენლად ელის იმ დროს, როდესაც უკრაინას, როგორც მოკავშირეს შეხვდება.
ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
სტოლტენბერგის თქმით, თქმით, რუსეთთან ომის შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო მექანიზმები უნდა არსებობდეს, რომელიც მის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას შეაჩერებს.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ როცა ეს ომი დამთავრდება, უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო მექანიზმები არსებობდეს, რომლებიც ამ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მომავალი აგრესიის შეჩერებაში დაეხმარება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა „სანდო შეთანხმებების“ არსებობის აუცილებლობას უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როდესაც ომი დასრულდება, მიესალმა მრავალი მოკავშირის გეგმას, რათა უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტია. ”
„ეს ხელს შეუწყობს რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მომავალი აგრესიის შეკავებას ომის დასრულების შემდეგ.“
„აქ, ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებები NATO-სა და უკრაინის ურთიერთობაში ახალი თავის დასაწყისია. დღეს ჩვენ ვხვდებით როგორც თანასწორნი. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც ჩვენ შევხვდებით, როგორც მოკავშირეები“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.