ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა - ზელენსკი G7-ის დეკლარაციაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლერაციის მიღება, მნიშვნელოვანი გამარჯვებაა უკრაინის უსაფრთხოების თვალსაზრისით. 

ზელენსკიმ განაცხადა, რომ NATO-სკენ მიმავალ გზაზე უსაფრთხოების გარანტიები მიიღო.

„დღეს ჩვენ ვთანხმდებით G7-ის ქვეყნებთან უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოზე, რომელიც გაფართოვდება ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებით. შეთანხმებები“, - განაცხადა ზელენსკიმ ოთხშაბათს, ვილნიუსში გამართულ ცერემონიაზე.


„უკრაინის დელეგაცია სახლში ბრუნდება უკრაინის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებით. ეს გვიხსნის უსაფრთხოების სრულიად ახალ შესაძლებლობებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახდა", - განაცხადა ზელენსკიმ.

„დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. დოკუმენტის პრეზენტაცია G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის ლიდერების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა.


ვილნიუსის სამიტი სრულდება. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს.

ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.