საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადედებით, ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.
პრეზიდენტის თქმით, ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.
„გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას.
ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.
არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს”, - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.
ვილნიუსის სამიტი სრულდება. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაციადაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს.
ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.
-
რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში
-
რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით
-
რა პოზიცია აქვს აშშ-ს კიევისთვის MAP-ის მოხსნაზე და რას ასახელებს პრიორიტეტად ვაშინგტონი