უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების გაფორმება შესაძლებელია 2024 წელს, ვაშინგტონის სამიტზე - ერმაკი

უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების გაფორმება შესაძლებელია 2024 წელს, ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე, - მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი.

„მე მჯერა, რომ 2024 წლის ვაშინგტონის სამიტამდე ჩვენ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ. თუ ყველაფერი ასე წარიმართება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში ხელი მოვაწეროთ უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. ერმაკის თქმით, "ევროპაში უსაფრთხოების ვითარება უსაფრთხოების გარანტიებზეა დამოკიდებული.

„ეს გარანტიები იმოქმედებს NATO-ში ჩვენს გაწევრიანებამდე, რაც რჩება მთავარ მიზნად. მათ არ უნდა მისცენ რუსეთს აგრესიის განმეორების შესაძლებლობა". „ვილნიუსის სამიტი მკაფიო გზავნილს უგზავნის რუს აგრესორს: ჩვენს პარტნიორებს არამხოლოდ სჯერათ, არამედ დარწმუნებულნი არიან უკრაინის გამარჯვებაში“, - განაცხადა ერმაკმა.


ვილნიუსის სამიტი დასრულდა. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია, დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს.

ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.