„მსგავი ქმედებები წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული და დეზინფორმაციული აქტივობების ნაწილს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტრო Twitter-ის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს ანგარიშითვის ავთენტურობის დაადასტურების საკითხს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. საქართველოს საელჩოს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ჰქონდა კომუნიკაცია როგორც ამერიკულ მხარესთან ასევე უშუალოდ კომპანიასთან, რა დროსაც მათ გაეცნოთ ქართული მხარის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
მსგავი ქმედებები წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული და დეზინფორმაციული აქტივობების ნაწილს. მოგეხსენებათ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს მსგავს ფაქტებზე. პრაქტიკაში გვქონია არაერთი ანალოგიური ფაქტი და ჩვენი და პარტნიორების ძალისხმევით გამოგვისწორებულა მსგავსი ხასიათის სხვადასხვა ტიპის დარღვევები ამა თუ იმ საიტზე", - აცხადებენ სამინისტროში.
ცნობისთვის, Twittet-მა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ეგრეთ წოდებულ საელჩოს ანგარიშის ვერიფიკაციის აღმნიშვნელი ლურჯი სიმბოლო მიანიჭა, რომელიც ადასტურებს, რომ ანგარიში ავთენტურია.
ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, სოციალურმა ქსელმა ვერიფიკაციის ნიშანი ანექსირებულ ყირიმში არსებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ოფისის ანგარიშსაც მიანიჭა.