თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „რუსული სამშვიდობო კონტინგენტი“ ყარაბაღს 2025 წლისთვის დატოვებს.
ერდოღანს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა „რუსი სამშვიდობოების“ განლაგების შესახებ, რაზეც ერდოღანმა უპასუხა, რომ შეთანხმების თანახმად, „რუსი სამშვიდობოები“ „ყარაბაღში განსაზღვრულ ტერიტორიაზე 2025 წლამდე დარჩებიან, ხოლო 2025 წლისთვის რუსეთი დატოვებს ამ ადგილებს.“
„მჯერა, რომ მოსკოვი დაიცავს შეთანხმებას. ჩემი ძმა ილჰამ ალიევიც ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში არსებულ ვითარებას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.