აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ შესაძლო ქმედებებზე ჰკითხეს, რაზეც ჯო ბაიდენმა უპასუხა: „ღმერთმა უწყის რისი გაკეთება შეუძლია… ისიც კი არ ვიცით, თუ სად იმყოფება და რა სიტუაციაში“.
„პრიგოჟინის ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი იმასთან, თუ რას ვჭამ, დეტალურად შევისწავლიდი ჩემს მენიუს” - განაცხადა ბაიდენმა ჰელსინკში ჩრდილოეთ ევროპის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელორუსში იმყოფებოდა, თუმცა ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი რუსეთში დაბრუნდა.
Wagner Group-ის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, რომლის ადგილსამყოფელი გაურკვეველია მისი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, სავარაუდოდ, მოსკოვში იმყოფება სულ მცირე პირველი ივლისიდან, იტყობინება ფრანგული გამოცემა Liberation-ი.
მისივე თანახმად, ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში, რაც მოგვიანებით, პუტინის სპიკერმა დაადასტურა.
-
მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს
-
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა