გიორგი გახარია პოსტიდან შესაძლო წასვლაზე: ხომ ხედავთ, ჯერჯერობით მოვდივარ

„ხომ ხედავთ, ჯერჯერობით მოვდივარ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ შეკითხვას. მისი თქმით, წელიწადზე მეტია ისმის და ეს ჩვეულებრივი ჭორებია, რომელიც მოსაბეზრებელი გახდა.

„ხომ ხედავთ, ჯერჯერობით მოვდივარ. ხომ არ შეიძლება, რამდენჯერაც ჟურნალისტებთან დავდგები, კითხვა იყოს, როდის მიდიხართ, უკვე იუმორის ნაწილია ეს ყველაფერი“, - აღნიშნა გახარიამ.