ვერაზე, გვიან ღამით სროლა იყო

ვერაზე, ახვლედიანის ქუჩაზე გვიან ღამით სროლა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა - ტარებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დამატებითი დეტალები უცნობია.