უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ იმით, რაც ოფიციალური გადაწყვეტილებებისა და ოფიციალური განცხადებების ტექსტში აისახა, არამედ იმითაც, რაც იყო კულისებში და ფუნდამენტური განსხვავება იყო არამხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს შორის, რომელსაც ყველა ადარებს ვილნიუსს, არამედ მადრიდის სამიტს შორისაც კი.
„კმაყოფილი არ ვარ მხოლოდ ერთი მომენტით, რომ თავად სამიტის კომუნიკეს ტექსტი არ შეიცავს მკაფიო სიტყვებს, რომ უკრაინა მიწვეულია გაწევრიანებისთვის, პირობითად, ხვალ იქნება მიწვეული, მაგრამ ეს იყო სამიტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაც არის ოფიციალური გადაწყვეტილებებისა და ოფიციალური განცხადებების ტექსტში, არამედ ისიც, რაც იყო კულისებში და ფუნდამენტური განსხვავება იყო არა მხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს შორის, რომელსაც ყველა ადარებს ვილნიუსს, არამედ მადრიდის სამიტს შორისაც კი“, - აღნიშნა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა იმაზე ადრე გახდება ალიანსის წევრი, ვიდრე ამას ელიან.
„ჩვენ გადავლახეთ ფსიქოლოგიური ბარიერი და ვხედავ, რომ უკრაინა ნამდვილად განიხილება, როგორც ნატოს წევრი. ცუდია, რომ „კვანტური ნახტომი“ არ გააკეთეს, მაგრამ, მეორე მხრივ ვხედავ, რომ ეს „კვანტური ნახტომი“ გარდაუვალია და მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გვგონია. იმიტომ, რომ შიგნით, დახურულ კარს მიღმა ყველა მშვიდად ამბობს: არ ინერვიულოთ, საკითხი მოგვარებულია, იქნებით NATO-ს წევრი“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.