ბულგარეთი უკრაინას 100 ჯავშანმანქანას გაუგზავნის - მედია

ბულგარეთი კიევს მძიმე ტექნიკით დაეხმარება. სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინას ბულგარეთმა გამოუყო, 100 ჯავშანმანქანას მოიცავს. ინფორმაციას Euractiv- ი ავრცელებს.

სამხედრო ტექნიკა სოფიამ შსს-ს მარაგებიდან გამოყო.

„ეს არის ჯავშანტექნიკა, რომელიც არასოდეს ყოფილა გამოყენებული, რაც გარკვეულწილად, იწვევდა ხარჯებს მათი შენახვისა და მოვლისთვის“, - განაცხადა მმართველი კოალიციის დეპუტატმა.

მისივე თქმით, „უკრაინელები დარწმუნდებიან, რომ ეს ტექნიკა მათთვის სასარგებლო იქნება.“

ჯავშანმანქანები არმიის საცავებში 1980-იანი წლების ბოლოდან ინახებოდა, იტყობინება ამბობს ბულგარეთის მმართველი პარტიის წევრი ივაილო მირჩევი.

მისივე თქმით, ბულგარეთმა სანაცვლოდ, შესაძლოა ამერიკული დახმარება მიიღოს. დეპუტატის განმარტებით, მანქანების ნაწილი უკრაინაში გაგზავნამდე შეკეთდება.

აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში იმყოფებოდა. გაფორმდა რიგი შეთანხმებები. ბულგარეთმა უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა მხარი.


ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს კიდეც პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა.

პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა.

„თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერდა რამდენიმე დღის წინ უკრაინული მედია kyivindependent-ი.

ზელენსკი ბულგარეთში სწორედ ახალი მთავრობის მიწვევით ჩავიდა.