გერმანიაში, მეძებარ ძაღლებს კორონავირუსის გამოვლენა 94%-იანი სიზუსტით შეუძლიათ

გერმანიაში ვეტერინარული კლინიკის მიერ გაწვრთნილ ძაღლებს, კორონავირუსის გამოვლენა 94%-ანი სიზუსტით შეუძლია.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, სადაც ძაღლები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნიმუშებს ყნოსავდნენ. კვლევის ნიმუშებმა 94%-იანი, საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აჩვენა", - ამბობს ვეტერინარული კლინიკის უფროსი, ჰოლგერ ფოლკი. მისი თქმით, ძაღლებს თავისუფლად შეუძლიათ უსიმპტომო და სიმპტომიანი პაციენტების გამოვლენა.

ქვემო საქსონიის პრემიერის, სტეფან ვეილის თქმით, კვლევის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია. მისი თქმით, დამატებითი ტესტირებაა საჭირო, ვიდრე ძაღლებს კორონავირუსის ამოსაცნობად აეროპორტებსა და ღონისძიებებზე გაგზავნიან.

აღსანიშნავია, რომ ფინეთისა და ჩილეს აეროპორტებში უკვე გამოიყენებენ ძაღლებს ვირუსის გამოსავლენად.