Reuters-ის ცნობით, კიშინიოვის აეროპორტში მომხდარი სროლის შემდეგ, მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მის გარდა, პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ კიდევ ორი მინისტრის თხოვნა დააკმაყოფილა.
კიშინიოვის აეროპორტში 30 ივნისს მომხდარი სროლის გამო, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა მინისტრის, ანა რევენკოს გადადგომა მოითხოვა. მან თანამდებობები დატოვა მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან ანატოლი ტოპალთან და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან ლილია დაბიჯასთან ერთად.
სავარაუდოდ, რესიანი ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებს პრეზიდენტ მაია სანდუს ორშაბათს შესთავაზებს.