ბულგარეთმა გადაწყვიტა, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ ევროკავშირის ინიციატივას შეუერთდეს. ამის შესახებ Sofia Globe მთავრობის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
„ბულგარეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანა გახდება ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის პროექტის სრულუფლებიანი წევრი, რაც საბრძოლო მასალისა და მომსახურების მიწოდებისთვის ახალ კარგ შესაძლებლობას შექმნის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.