ჯეჩეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.
„მეორე დოზა გავიკეთე და იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე აიცრებიან ჩვენი მოქალაქეები", - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თურქეთში 2.88 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა.