ევროკომისიის პრეზიდენტმა და დევიდ ო’სალივანმა სანქციების აღსრულების საკითხები განიხილეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა და სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა, დევიდ ო’ სალივანმა სანქციების აღსრულებისა და მისთვის გვერდის ავლის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს.

„ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაცია გადამწყვეტია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერს მხარს რუსეთის საომარი მანქანის დასუსტებას სანქციების გზით“, - წერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი.


შეგახსენებთ, რომ დევიდ ო’ სალივანი 26-28 ივნისს საქართველოში იმყოფებოდა ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგენთან ერთად.

ცნობისთვის, 2023 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-11 პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის არსებული სანქციების გაძლიერებას და მათი გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლას.

დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.