„მსოფლიოსგან იზოლირება არ გვსურს, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
„ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტისკენ მიდის თუ არა ?", - ჰკითხა სერგეი ლავროვს ჟურნალისტმა.
„თუ კვლავ დავინახავთ, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციებს გვიწესებენ ისეთ სფეროებზე, რომლებიც ჩვენი ეკონომიკისთვის აუცილებელია, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების გაწყვეტისთის", - აცხადებს ლავროვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დასძენს, რომ ქვეყანამ უკვე შეძლო, რომ სამხედრო თვალსაზრითი სრულიად დამოუკიდებელი იყოს სხვებისგან. მისი თქმით, ახლა მსგავს შედეგს უკვე ეკონომიკაშიც უნდა მიაღწიონ.