BBC-ის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულებს მიაღია იტალიის სამხრეთ რეგიონებში, სადაც 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, ქუჩაში გასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკაონ.
მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო კვირაში იტალიაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ტემპერატურა, 48.8 გრადუს ცელსიუსი დაფიქსირდება. მედიის ინფორმაციით, მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში ტყის ხანძრები გამოიწვიოს.