ფონიჭალაში, არასრულწლოვანი გოგოს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახნად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და სასჯელის ზომად ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
მედიაში გავრცელებული ცნობით, არასრულწლოვანი გოგო ბიძაშვილმა, ცოლის შერთვის მიზნით მოიტაცა.