აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვი და სომხეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ „აზერბაიჯანსა და მეზობელ სომხეთს შორის 2020 წლის სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული შესრულება არ უზრუნველყო.“
მისივე თანახმად, სომხეთმა არ შეასრულა განცხადების ბევრი დებულება.
17 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვმა „არაფერი გააკეთა“ რომ შეეჩერებინა აზერბაიჯანის კუთვნილ მთიან ყარაბაღში სომხეთიდან იარაღის მიწოდება სეპარატისტებისთვის, რომლებსაც ერევანი უჭერს მხარს.
ბაქოს განცხადებას წინ უძღვოდა ბრიუსელში გამართული შეხვედრა, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და მათი შუამავალი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მონაწილეობდნენ.
შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში მიშელმა ხაზი გაუსა, რომ მოლაპარაკება იყო „გულწრფელი და საგნობრივი.“
ის „ძალადობის და მძაფრი რიტორიკის“ დასრულების მოწოდებით გამოვიდა და ორივე ლიდერი მიიწვია მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე, რომელიც ზაფხულის შემდეგ უნდა გაიმართოს.
სომხური მხარე აცხადებს, რომ შემოთავაზებული სამშვიდობო ხელშეკრულება მათთვის განსაკუთრებულ უფლებებს უნდა უზრუნველყოფდეს და მათი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს.