ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის პერსონალის ექსპერტის, ჯიმ კემპბელმა ონლაინდისკუსია გამართა, სადაც ჯანდაცვის მუშაკების შესახებ ისაუბრა.
კემპბელის თქმით, ჯერჯერობით ზუსტი ციფრი უცნობია, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 30,000-დან 40,000-მე ჯანდაცვის მუშაკი გარდაიცვალა. კემპბელი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, რომ ჯანდაცვის მუშაკები მაქსიმალურად დაიცვან.
ონლაინდისკუსიაზე ვაქცინაციის საკითხზეც ისაუბრეს. "ასეთი მასშტაბის ვაქცინაცია ჯერ მსოფლიოს არ უნახავს",- აცხადებს ჯიმ კემპბელი და მოუწოდებს ქვეყნებს, რომ ვაქცინის განაწილება მაქსიმალურად თანაბრად მოხდეს.
დისკუსიისას მიგრაციის თემაც გაჟღერდა, ექსპერტის თქმით, "მიგრაციის საკითხიც გლობალური პანდემიის პერიოდში საკმაოდ საყურადღებოა, ჯანმო მიგრაციის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, თუმცა ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ეს პროცესი განსაკუთრებულად უნდა გაკონტროლდეს". კემპბელის თქმით, პრევენციული ზომებისთვის ქვეყნებმა ამ საკითხს მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაუთმონ.