საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი დღეს ეწვევა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.