ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ხელი მოაწერა

აზერბაიჯანი უკრაინას 7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. ამ მიზნით ენერგეტიკის სამინისტროსთვის თანხების გამოყოფის შესახებ ბრძანებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მრავალ ქვეყანას ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე.

უკრაინაში ბოლო დროს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახელმწიფომ არაერთხელ გაუწია ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს.

დოკუმენტის მიხედვით, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ენერგეტიკის სამინისტროს 2023 წლის აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ელექტროტექნიკის შესაძენად და გადაზიდვისთვის გამოეყო 7,6 მილიონი დოლარი.

ფინანსთა სამინისტროს ამ ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით დაფინანსება, მინისტრთა კაბინეტს კი, ამ ბრძანებიდან გამომდინარე საკითხების გადაწყვეტა დაევალა.