ბლინკენმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლას უგუნური გადაწყვეტილება უწოდა

აშშ-ის სახელმწიფო, მდივანმა ენტონი ბლინკენმა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას „არაკეთილსინდისიერი" უწოდა და განაცხადა, რომ შეთანხმება „რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს."

ბლინკენი იმედოვნებს, რომ მომხდარს ყველა ქვეყანა ყურადღებით აკვირდება და ისინი დაინახავენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმაზე, რომ უარი ეთქვათ საკვებზე იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ მთელ მსოფლიოში. მისივე განმარტებით, სწორედ რუსეთი უწყობს ხელს ფასების ზრდას იმ დროს, როდესაც ბევრი ქვეყანა ძალინ მძიმე ინფლაციის წინაშეა.

ბლინკენმა განმარტა რომ უკრაინელები, აშშ და სხვები მოიძიებენ გზებს,  არის თუ არა „სხვა ვარიანტები“ მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანზიტისთვის შავი ზღვის გავლით, მაგალითად, როგორიცაა, სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტი, თუმცა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ალტერნატივების პოვნის თვალსაზრისით გამოწვევები არსებობს. 

„გამოწვევა ასეთია: თუ რუსეთი დაასრულებს ამ ინიციატივას და აგზავნის მესიჯს, რომ მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები უკრაინას შეუფერხებლად ვერ დატოვებს, თუნდაც სხვა ვარიანტები იყოს, ვფიქრობ, რომ ეს დიდ შემაძრწუნებელ ეფექტს მოიტანს - სხვა ქვეყნები, კომპანიები, გადამზიდავები და ა.შ. ძალიან შეშფოთებულნი იქნებიან იმით, თუ რა მოუვა მათ გემებს და მათ პერსონალს, თუ რუსეთი შეეწინააღმდეგება უკრაინიდან საკვები პროდუქტების ნებისმიერ ექსპორტს,“ - განაცხადა ბლინკენმა CNN-ის ცნობით.


ცნობისთვის, ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ.

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.