"ბულვარი ჩვენია", "არ დავთმობთ ბულვარს" - ბათუმის ბულვარში, სადაც 16-სართულიანი სასტუმრო "ამბასადორი" შენდება მოქალაქეები შეიკრიბნენ და მშენებლობას აპროტესტებენ.
ისინი მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მრავალსართულიანი მშენებლობა არღვევს ბულვარის ისტორიულ განაშენიანებას.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.