ენტონი ბლინკენი: უკრაინას სრული უფლება აქვს, გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს ომი, დაიცვას თავის ტერიტორია, ხალხი და თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკული მხარე ქერჩის ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

ბლინკენის შეფასებით, უკრაინას თავისი ტერიტორიის და ადამიანების დაცვის ყველანაირი უფლება აქვს.

„რაც შეეხება ყირიმის ხიდს, ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, ამასთან უკრაინას სრული უფლება აქვს, გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს ომი, დაიცვას თავის ტერიტორია, თავისი ხალხი და თავისუფლება“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.