სამართალი
ახალი ამბები
მთავარი არხის ინფორმაიციით, ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ კიევში განაცხადა, რომ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.
კიევში „სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა" დაფუძნდა
„მე, როგორც დეპუტატმა ჩემს კოლეგებთან ერთად, შემიძლია მივმართო უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომ მან დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, მკვლელობის მცდელობაა. ჩვენი მიზანი უმაღლეს რადაში იმ დადგენილების მიღებისას იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ევროპელმა პარლამენტარმა მიიღოს მსგავსი რეზოლუცია.
რა იქნება შედეგი - თუ ათი ევროპული ქვეყანა მიიღებს მსგავს მიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმი, მათ აღარ ექნებათ არჩევანი, რადგან როცა ისინი იტყვიან, ჩვენ გვინდა ევროკავშირში, მათ უპასუხებენ, რომ 10 ევროპული ქვეყანა მოგმართავთ ჰუმანიტარული მისიით, გაუშვათ ადამიანი და თქვენ რას აკეთებთ. რა შეკითხვები შეიძლება, კიდევ არსებობდეს, მე მგონია, რომ ასეთმა სტრატეგიამ შეიძლება, იმუშაოს. ჩვენ ვიზიარებთ, რომ რაც აქამდე გავაკეთეთ, არ იმუშავა და ახლა თუ ჩვენ შევძლებთ ასეთი პოლიტიკური ფლეშმობის გაკეთებას, ამან შეიძლება, გაამართლოს. თუ ასე მოხდა, როგორც ვფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს ბატონი მიხეილი შეიძლება ამ სცენაზეც ვნახოთ", - განაცხადა დავით არახამიამ.